1945 წლის 20 მარტს, როცა ფაშისტური იმპერია იწვოდა და ინგრეოდა, ჰიტლერმა 12 წლის ბიჭუნას, "სახალხო მოლაშქრეს" ალფრედს რკინის ჯვარი დაჰკიდა აკანკალებული ხელით და უთხრა, მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და შენი იმედი მაქვსო... მტერს ჰქონდეს ისეთი იმედი, იმას რომ ჰქონდა, მაგრამ ვითომ გულს არ იტეხდა...
დედამიწის ორივე ნახევარსფეროში მიმდინარე საომარი მოქმედებების დინამიკა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი! ასეთი შემზარავი პერსპექტივის პარალელურად, ამერიკელი მეცნიერ-მკვლევრები, რომლებიც ინტენსიურად სწავლობენ მსოფლიო ოკეანის დონის ცვალებადობას, არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობენ, რომ დედამიწას მორიგი წარღვნა ემუქრება წყლის უკონტროლო მატების გამო, რაც გლობალური დათბობით არის გამოწვეული...