
დედაქალაქს ახალი საპატიო თბილისელები ჰყავს
საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდაზე გაიმართა.
2026 წელს თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 მოქალაქეს მიანიჭა. მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები.
სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა თბილისობის საზეიმო ღონისძიებაზე.
საპატიო თბილისელები გახდნენ:
1. დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
2. ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
3. დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი;
4. რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
5. ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
6. თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
7. ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
8. ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
9. რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
10. ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი;
11. რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
12. რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;
13. ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
14. ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი;
15. იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი;
16. გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი;
17. მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი;
18. მურმან გელენიძე - მხატვარი;
19. მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი;
20. ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი;
21. გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი;
22. ტარიელ ონაშვილი - მომღერალი;
23. ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი;
24. ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი;
25. ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;
26. იური ოსიპოვი - მოფარიკავე;
27. ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი;
28. გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
29. ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი;
30. კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
31. გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
32. ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.




