პუტინ, გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო!
ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულია და შეშინებული. სწორედ ამის გამო ემუქრება იგი ევროპას და გაერთიანებულ სამეფოს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ლაჩარი ადამიანი თავს ინიღბავს, რომ მისი მშიშრობა არავინ შეამჩნიოს და ცდილობს გულოვნად წარმოჩნდეს. სავარაუდოდ, ჯონ რეტკლიფმა თავის კოლეგებს მოსკოვში ურჩია, რომ უარი თქვან ნებისმიერ გეგმებზე ნატოს ქვეყნებისადმი დარტყმის მიყენების შესახებ, თუნდაც პირდაპირი შეჭრის ან ჰიბრიდული შეტევის სახით.

პუტინ, გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო!
„რუსეთის პრეზიდენტს არ მოეწონა, რაც მას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უთხრა, თუმცა... ინდოელი ლიდერი თავისი ნათქვამით მაინც გლობალური ბანდის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ (ავტორი - სემ კაილი, საერთაშორისო ანალიტიკოსი).
ავტორიტარმა პოპულისტებმა - ისეთებმა, როგორიც ვლადიმერ პუტინია, კარგად იციან, რომ როცა კოლეგა-ანტიდემოკრატები მათ „ჩემო მეგობაროთი" მიმართავენ, ეს შეიძლება დასასრულის მანიშნებელი იყოს.
გასაკვირი არაა, რომ ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის დროს, სკამზე მჯდარი რუსეთის პრეზიდენტი თავს მოუსვენრად გრძნობდა და ფეხებს შესამჩნევად აბაკუნებდა, სანამ მას ინდოელი პოპულისტი და ნაციონალისტი ნარენდრა მოდი საჯაროდ მინი-ლექციას უკითხავდა იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უნდა დაამთავროს..
რუსეთის პრეზიდენტი ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი: მისი ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 40% სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი, მაგრამ ეს ძალისხმევა სასურველ შედეგს არ იძლევა. ვლადიმერ პუტინის მოქმედებით მხოლოდ სიკვდილის მოსავალი მატულობს - ყოველთვიურად ფრონტზე 30 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იღუპება იმ მიზერული დაპყრობილი მიწის გაფართოებისათვის, რომლის დროსაც „სისხლის ტალღების მოქცევა და მიქცევა“ ხდება.
რუსული კაპიტალი ბანკებიდან გაედინება. უკრაინელთა მასშტაბურმა საჰაერო შეტევებმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობის ტერმინალებზე - საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. ამ დროს კი „თეთრი რუსები“, რომლებიც ფედერაციას მართავენ, დონბასში - იქ, სადაც ომის ხორცსაკეპი მუშაობს - სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს გზავნიან რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებიდან.