თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს
დღევანდელ სწრაფცვალებად მსოფლიოში თურქეთი, ერთი მხრივ, ნატოს უმნიშვნელოვანეს სამხედრო საყრდენად რჩება, მეორე მხრივ კი - აღრმავებს ურთიერთობას შანხაის ღერძთან...

„თურქიეში“ (Türkiye) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით
„ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? თურქეთს შეუძლია უკრაინის
წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს“ (ავტორი - მერიემ აიბიკ-სინანი),
რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განხილულია თურქეთის როლი შავი ზღვის
აკვატორიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესებში.
ევრაზიულ სივრცეში ისევ ხდება გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი
ცვლილება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მონაწილეობა შანხაის
თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში, რომელიც
მიმდინარე თვის დასაწყისში ბიშკეკში გაიმართა და რომლის დროსაც თურქი ლიდერი
თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა, შეიძლება ითქვას, რომ ანკარის
გრძელვადიანი „ბალანსის პოლიტიკის“ ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეტაპს
წარმოადგენს.
დღევანდელ სწრაფცვალებად მსოფლიოში თურქეთი, ერთი მხრივ, ნატოს
უმნიშვნელოვანეს სამხედრო საყრდენად რჩება, მეორე მხრივ კი - აღრმავებს
ურთიერთობას შანხაის ღერძთან. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური
ინტერპრეტაციით, თურქეთის პოლიტიკა „ღერძისკენ გადახრად“ითვლება,
სინამდვილეში ეს არის მრავალდონიანი „სტრატეგიული ავტონომიის“ მოდელი,
რომელიც გამიზნულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მომავლის დაცვის
უზრუნველყოფისათვის. თურქეთი ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომ მას არ შეუძლია
არც დასავლეთისადმი ზურგი შექცევა და არც აღმოსავლეთთან კონფრონტაცია.
ბოლო წლებში ანკარის მიერ წარმატებით გატარებული „ბალანსის აქტიური
პოლიტიკა“, შავი ზღვის მღელვარე აკვატორიის გათვალისწინებით, სახიფათო ფაზაში
გადადის. უკრაინის დრონების შეტევები ჩვენს სავაჭრო გემებზე მიმართულია
უშუალოდ თურქეთის ხელმძღვანელების მიერ გატარებული დაბალანსების პოლიტიკის
წინააღმდეგ. ანუ სრულიად აშკარაა, რომ კიევი ანკარას „რინგზე იწვევს!“.
თურქულ გემებზე თავდასხმებს, რომლის შედეგად თურქი მოქალაქეები
დაშავდნენ, „შემთხვევითობას“ ვერანაირად ვერ ვუწოდებთ! ანკარამ ამ ბინძური



