ბრანწი ოპოზიციის ალიანსს...
კრიტიკული რეზოლუციის მიღება ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, ოღონდ სხვა რეზოლუციებს შინაარსით აშკარად აჭარბებს. მეტი მონდომება და მეტი მოთხოვნაა ჩადებული...

ნაბიჯი უკან_ოლე, ოლაა!..
ბრანწი ოპოზიციის ალიანსს...
წლევანდელ მაისს, გარდა იმისა, რომ მაისობისა არაფერი ეტყობა, ქარებმა, წვიმებმა და უჩვეულო სიგრილემ სწორედ რომ ტვინი წაიღო, დანარჩენი ყველაფერი ადგილზე აქვს, პირიქით მომრავლებულადაც კი.
11 მაისს ისტორიული დღე იყო. საქართველოს მე-14 საეკლესიო კრებამ საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო III გამოარჩია. მთელი ქვეყანა ხარობდა, მაგრამ ვინ დაგაცადა გახარება. იმავე დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რაც მთავარია, ასამბლეას უქართველოდ არ ჩაუვლია_დარბაზში იჯდა ჩვენი სამიდღემჩიო, მეხუთე პრეზიდენტი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი და ტაშის კვრით ხელის გულბს იტყავებდა...
მორგებულად თქვა მამუკა მდინარაძემ, განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა საქართველოს მიმართ დარტყმებში ქართველი მონაწილეობსო. ტაშის კვრას რომ მორჩა, ქედმაღლურად დამოძღვრა ახალი კათალიკოს პატრიარქი, ვისურვებდი, რომ ხალხის მღვდელმთავარი ყოფილიყოსო, თითქოს წინამორბედი პატრიარქი სცოდავდა ამ მხრივ, თითქოს სანატრელი გვქონდა პატრიარქის „ხალხურობა".
ეტყობა, როლები განაწილებული აქვთ: ოპოზიცია პირდაპირ რქებით აწვება შიო III-ს, რომ ის სათავეში ჩაუდგეს „სინდისის პატიმრების" გათავისუფლებას.
კრიტიკული რეზოლუციის მიღება ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, ოღონდ სხვა რეზოლუციებს შინაარსით აშკარად აჭარბებს. მეტი მონდომება და მეტი მოთხოვნაა ჩადებული, მთავარი სამიზნე კი საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილია.
გაგაცნობთ რამდენიმე მონაკვეთს. რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებებს; ფუნდამენტური უფლებების დარღვევას; შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. მხარს უჭერს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას; მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, ძალაში დატოვონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერება. მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას საჯაროდ დაგმოს გარეჩარევა (RmerTi აღარ არის? თვით ეს რეზოლუცია ხომ თავად არის ჩარევა, თანაც როგორი!) განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე რუსული რეჟიმის მიერ გავრცელებული გავლენა. მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მხარი დაუჭიროს ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ. გადახედოს იმ გარემოებებს, რის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ნიშნის ორდენი გადაეცა და განიხილოს მისი უკან წაღება. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა დავიცვათ ქართველი ხალხის თავისუფლება და საფრანგეთის ინტერესები კავკასიაშიო.



