წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან-ირაკლი კობახიძე
უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის,

წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, - განაცხადა პრემიერმა.
უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით.
„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



